თავში

საერთაშორისო სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება

საერთაშორისო სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება
საერთაშორისო სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფინანსური პაკეტის მობილიზება მოახდინეს ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამ-წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოქმედი პროგრამის არსებობა, მოულოდნელი საგარეო, თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ გავაგრძელეთ გასული წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ, ეკონომიკურმა გუნდმა, ძალიან წინდახედული და სასარგებლო აღმოჩნდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან უკვე დავიწყეთ დისკუსია, მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, სავალუტო ფონდისგან დახმარება, სხვა საერთაშორისო და ორმხრივი დონორებისგან ფინანსური დახმარების სწრაფად მიღების კარგ წინაპირობას ქმნის.

"ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, უცხოური ვალუტის გაყიდვების ჩათვლით, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით. ფინანსური დახმარების ზომა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იქნება მნიშვნელოვანი და მატერიალური, ასევე სხვა დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი, როდესაც უფრო ნათელი სურათი შეიქმნება შოკის ზომასთან დაკავშირებით და დონორებთან მოლაპარაკებები დასრულდება. თუმცა, უკვე ჩვენ მივმართეთ დონორებს და განხილვები არის დაწყებული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად განცხადებები გააკეთეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელნა, სელიმ ჩაქერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system