თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე წერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე წერს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს. რეგიონული ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილის სახელწოდებაა „საქართველოში ფისკალური რეფორმების გაკვეთილები“.

„საქართველომ ჩაატარა ძირეული რეფორმები ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად – ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებით, კორუფციის შემცირებითა და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებით. ამ რეფორმებმა განაპირობა ფისკალური შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, – წერია დოკუმენტში.

სავალუტო ფონდი 2003 წლის შემდეგ, ასევე ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე მიუთითებს. დოკუმენტში საუბარია ახალი საბიუჯეტო კოდექსის მიღებაზე, ფისკალურ დისციპლინაზე, პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებასა და რისკების ანგარიშგებაზეც.

„ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების შედეგად, საქართველომ მიიღო უკეთესი ფისკალური შედეგები. ფისკალური გამჭვირვალობა, რომელიც ღია ბიუჯეტის ინდექსით იზომება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სავალუტო ფონდში მიაჩნიათ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები. მაგალითად, შესაძლებელია საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობის გაძლიერება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system