თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაერთიანებული დაფინანსების მექანიზმი" დასრულდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაერთიანებული დაფინა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაერთიანებული დაფინანსების მექანიზმი დასრულდა

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ სუბირ ლალს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ისეთ რთულ გარემოებებში, რომელიც პანდემიის ფონზე შეიქმნა.

სსფ-ის მისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს.

პროგრამის ფარგლებში ეს იყო ბოლო მიმოხილვა, რითაც პროგრამა დასრულდა. საქართველომ, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 690 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system