თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

​საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს ფინანსური დახმარება, მათ შორის 440 მილიონი აშშ დოლარის ახალი სავალუტო რეზერვები შეუჩერა, ვინაიდან ქვეყნის მთავრობის მიმართულებით არავითარი სიცხადე არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ამჟამად ავღანეთის მთავრობის აღიარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებაში სიცხადე არ არსებობს, რის გამოც ქვეყანას ეს-დე-ერ-ისადმი (SDR: Special Drawing Right) წვდომა არ აქვს", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

23 აგვისტოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 650 მილიარდი დოლარის ეს-დე-ერ-ის განაწილება უნდა დაასრულოს. 

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system