თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება იწყება

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება იწყება
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება იწყება

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალ პროგრამაზე იწყებს მოლაპარაკებებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდნენ. შეხვედრა IMF-ისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

"საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, რომლებზეც ფონდთან შესაძლოა, გაგრძელდეს მუშაობა შემდგომი პროგრამის ფარგლებში," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდა. პროგრამის ბოლო, მერვე მიმოხილვის დასრულებასთან ერთად, საქართველოსთვის დამატებით $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი.  მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება.


"სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით
," - ნათქვამია განცხადებაში.

მერვე  პროგრამების ფარგლებში IMF-ი საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე აკეთებდა აქცენტს. რა რეფორმების განხორციელება ჩაიდება ახალი პროგრამაში სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების თემად, ჯერ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system