თავში

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ივნისში წ/წ 286.8%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ივნისში წ/წ 286.8%-ით გაიზარდა
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები ივნისში წ/წ 286.8%-ით გაიზარდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, მაისში წ/წ 188.1%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში წ/წ 286.8%-ით გაიზარდა. 

მკვეთრად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. 

2019 წლისიმავე თვესთან შედარებით, მაისში 83.1%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები ივნისში 79.8%-ით შემცირდა. 

რეგიონულ ჭრილში, 2021 წლის ივნისში, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაისში 88.5%-იანი შემცირების შემდეგ, ივნისში უფრო ნაკლებად, 81.9%-ით შემცირდა. 

ამასთან, აღდგენის დინამიკა შეინიშნება დსთ-ის ქვეყნებიდანაც. მაისში -88.1%- ის შემდეგ, ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 84.5%-ით შემცირდა. 

ტურისტული შემოსავლების ჭრილში, სავარაუდოა, რომ აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system