თავში

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მაისში 188.1%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მაისში 188.1%-ით გაიზარდა
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები მაისში 188.1%-ით გაიზარდა

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, აპრილში წ/წ 140.4%-იანი ზრდის შემდეგ, მაისში წ/წ 188.1%-ით გაიზარდა. 

"თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, საგრძნობლად მაღალი წლიური ზრდის ტემპი, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში 2019- თან შედარებითაც აღდგენა შეინიშნება. 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, აპრილში 85.0%-იანი კლების შემდეგ, ტურისტული ვიზიტები მაისში 83.1%-ით შემცირდა. ტურისტული შემოსავლების ჭრილში, სავარაუდოა, რომ აღდგენა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო (იხილეთ 4 ივნისის აღდგენის დინამიკა).

2021 წლის მაისის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა 4.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით მეტია, ხოლო წინა წლის მაისის მაჩვენებელს 15.6%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system