თავში

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 16%-ით შემცირდა
საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 16%-ით შემცირდა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებთან შედარებით 16%-ით შემცირდა.

საქსტატი ქვეყანაში უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის შესახებ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 17.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.8 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.0 პროცენტით არის შემცირებული.

ამასთან, 2020 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 883.8 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.2 პროცენტით არის შემცირებული. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 765.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 13.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 69.1 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 25.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 197.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3 პროცენტიან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (262.2 ათასი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.2 პროცენტს შეადგენდა.

2020 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 31.9 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system