თავში

საფეიქრო-სამკერვალო ბიზნესის პერსპექტივა საქართველოში

საფეიქრო-სამკერვალო ბიზნესის პერსპექტივა საქართველოში
საფეიქრო-სამკერვალო ბიზნესის პერსპექტივა საქართველოში

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად რეკომენდაციებს სთავაზობს.

ბიზნესსაბჭო მთავრობას ურჩევს უცხოური კომპანიების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით სამ სექტორში გააქტიურდეს, როგორიცაა ფარმაცევტული, საფეიქრო-სამკერვალო, სასათბურე მეურნეობები.

ბიზნესსაბჭოს შეფასებით, საფეიქრო-სამკერვალო სექტორის სწრაფი განვითარების ხელშეწყობისათვის უმნიშვნელოვანესია მოცულობითი შეკვეთების შესრულებისათვის მზაობა, როგორც არსებულ საწარმოთა ძალისხმევის გაერთიანების, ასევე დამატებითი სიმძლავრეების სწრაფად შექმნის მიმართულებებით, რაშიც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს „ბიზნესის განვითარების საბჭოს“ მიერ გაწეულმა საკოორდინაციო საქმიანობამ. 

შეგახსენებთ, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს რეკომენდაციით, "ბიზნესის განვითარების საბჭო" სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და მას უნდა დაექვემდებაროს „კოვიდ 19“-ის ფონდი, სადაც თავს მოიყრის ყველა ფინანსური დახმარება, მიღებული როგორც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე ევროკავშირიდან, სხვა დონორებიდან და ადგილობრივი ბიზნესიდან.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა საქართველოში, გარდა ამისა ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო, რის გამოც ქვეყანაში გაჩნდა გარკვეული შრომითი რესურსი, რომლის ნაწილის პროფესიული გადამზადების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ადამიანების დასაქმება საფეიქრო საწარმოებში. ბიზნესსაბჭოს მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფა შეიძლება განხორციელდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის და დონორების მხარდაჭერით.

"ამ დარგში საჭიროა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრული მონაცემთა ბაზის შექმნა. დღეს არსებული საწარმოების სრული ინვენტარიზაცია და შესაძლებლობების შესწავლა, მოგვცემს საშუალებას ზუსტად ვიცოდეთ საფეიქრო-სამკერვალო სექტორის განვითარების პერსპექტივები. სექტორმა სასურველია დააკმაყოფილოს, როგორც უცხოური კომპანიების, ასევე სახელმწიფო შეკვეთები," - აღნიშნულია "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" სარეკომენდაციო დოკომენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system