თავში

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის ანგარიშს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის ანგარიშს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სებ-ის ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას კომიტეტზე დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის დამტკიცებას.

"დინამიური და აქტიური განხილვა იყო. სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ცენტრალური ბანკის ანგარიშის მოსმენა. ბევრი კითხვა იყო, კრიტიკაც და ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. კითხვები და კრიტიკა ეხებოდა ფულადსაკრედიტო პოლიტიკას, ფასების სტაბილურობას და ლარის კურსს. ვფიქრობ, რომ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა უპასუხა ყველა კითხვას. ბუნებრივია, არსებობს კრიტიკა იმ მიმართულებით, რომ ფასების სტაბილურობა, ფასების ზრდა საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ასევე არის ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ ეს ის კითხვებია, რომელებიც საქართველოში ტრადიციულად არის. ამ მიმართულებით ჰქონდათ კითხვები დეპუტატებს. ვფიქრობ, პასუხებიც ადეკვატური იყო", - განაცხადა კოვზანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system