თავში

საფინანსო სექტორი ვირუსის მეორე ტალღას მომზადებული დახვდება

საფინანსო სექტორი ვირუსის მეორე ტალღას მომზადებული დახვდება
საფინანსო სექტორი ვირუსის მეორე ტალღას მომზადებული დახვდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ამ დროისთვის საფინანსო სექტორის ბუფერები კვლავ სოლიდურია. კობა გვენეტაძის თქმით, ვირუსის მეორე ტალღას, ასეთის შემთხვევაში, საფინანსო სექტორი მომზადებული დახვდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში გვაქვს გაუმჯობესების გარკვეული ნიშნები როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსური ინდიკატორების გაჯანსაღების მიზნით, რაც ძალიან კარგია. მიმდინარე მდგომარეობით კომერციული ბანკებისა და ზოგადად ფინანსური ინსტიტუტების ფინანსური ბუფერები კვლავ სოლიდურია, სისტემა არის მომზადებული მეორე ტალღისთვისაც თუ ასეთი რამე იქნა. ამასთან, ეროვნული ბანკი ამ დრომდე ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, რაც რეცესიის გაღრმავების შემთხვევაში დამატებით მოქნილობას გვაძლევს საპასუხო პოლიტიკისთვის“, - განაცხად კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ კომერციული ბანკების საკრედიტო დანაკარგებმა 1.2 მლრდ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system