თავში

საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს

საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს
საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს

"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე „კოვიდ-19“-ის ზეგავლენის შერბილების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა," – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომელმაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ეროვნული ბანკის 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

„ფინანსური სექტორისთვის ლიკვიდურობის შეუფერხებელი მიწოდება ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. დღეის მდგომარეობით, საფინანსო სისტემას უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა აქვს, ამავე დროს, გაზრდილია მოთხოვნა ეროვნულ ვალუტაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ქმედითი მონეტარული ინსტრუმენტები, რათა ფინანსურ სექტორს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა შეუზღუდავად მიაწოდოს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მოთხოვნა ლიკვიდურ სახსრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან ერთად ბაზარზე გაჩნდა შიშები, რომ მომავალში შესაძლოა, ლარის ნაკლებობა გაჩნდეს, რამაც ლარის პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოიწვიოს. მომავალში ლიკვიდობის რისკების შესამცირებლად, ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტები აამოქმედა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯამში 400 მლნ დოლარის ლიმიტის მქონე სვოპოპერაციებით ლარის ლიკვიდობას მიაწვდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system