თავში

საფოსტო და საკურიერო ბიზნესი 3.9 ათას კაცს ასაქმებს

საფოსტო და საკურიერო ბიზნესი 3.9 ათას კაცს ასაქმებს
საფოსტო და საკურიერო ბიზნესი 3.9 ათას კაცს ასაქმებს

საქსტატმა საფოსტო და საკურიერო სექტორის მიმოხლვა განაახლა. ოციფიციალური მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6120.2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2748.2 ათასი ამანათი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა. 

აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. 

მათი შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system