თავში

საფრანგეთი და გერმანია იარაღის ექსპორტის საერთო წესებზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და გერმანია იარაღის ექსპორტის საერთო წესებზე შეთანხმდნენ
საფრანგეთი და გერმანია იარაღის ექსპორტის საერთო წესებზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და გერმანია იარაღის ექსპორტის საერთო წესებზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას "დოიჩეველე" ავრცელებს.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ტულუზში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, მხარეები "მნიშვნელოვან შეთანხმებამდე" მივიდნენ.

"საფრანგეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს იურიდიულად იარაღის ექსპორტის კონტროლის ხელშეკრულებას, რაც აძლიერებს ორ სახელმწიფოს შორის ნდობას. ეს კი ერთობლივი პროექტების წარმატების წინაპირობაა", - ნათქვამია მხარეების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

როგორც ელისეის სასახლეში განმარტეს, დოკუმენტი ძირითადად ახალი თაობის იარაღის ექსპორტის ერთობლივი მიდგომის შემუშავებას ეხება. შეთანხმების საბოლოო დამტკიცება კი "უახლოეს მომავალში" მოხდება.

იარაღის ექსპორტის საკითხმა არაერთხელ გამოიწვია დაძაბულობა ორ ევროპულ სახელმწიფოს შორის. ახლახანს, საფრანგეთის უკმაყოფილება საუდის არაბეთისთვის გერმანიის მიერ ექსპორტის შეჩერებას მოჰყვა, რადგან მან ასევე გავლენა მოახდინა ერთობლივ პროექტებზეც. გერმანიამ ექსპორტი არაბეთისთვის 2018 წლის ნოემბერში, მას შემდეგ შეაჩერა, რაც სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system