თავში

საფრანგეთის ეკონომიკა 13.8%-ით შემცირდა

საფრანგეთის ეკონომიკა 13.8%-ით შემცირდა
საფრანგეთის ეკონომიკა 13.8%-ით შემცირდა

ROUTERS-ის ცნობით, საფრანგეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 13.8%-ით შემცირდა. ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამო შეჩერდა ინვესტიციების განხორციელება, ვაჭრობა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მარტის შუა რიცხვებიდან მაისამდე დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო დააზიანა.

სააგენტოს ცნობით, ეკონომიკის ვარდნა მაღალია, თუმცა გაცილებით ნაკლებია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. უწყება წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 17%-იან ვარდნას ელოდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system