თავში

საფრანგეთში მედიკოსების ხელფასები გაიზრდება

საფრანგეთში მედიკოსების ხელფასები გაიზრდება
საფრანგეთში მედიკოსების ხელფასები გაიზრდება

საფრანგეთში სამედიცინო სფეროში დასაქმებულების ხელფასის გასაზრდელად ბიუჯეტიდან 8 მილიარდი ევრო გამოყვეს. 

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი დაბალ ხელფასებს რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათ პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქში არაერთი აქცია გამართეს.

საფრანგეთის ხელისუფლება მედიკოსებთან დათმობაზე წავიდა რათა კორონავირუსის წინააღმდეგ მათი თავდადება დააფასოს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვაში დასაქმებული თითოეული ადამიანის ხელფასი საშუალოდ 183 დოლარით გაიზრდება. 

ისინი კი, რომლებიც დღესდღეობით კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან შემხებლობაში არიან, დანამატის სახით 450 ევროს მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system