თავში

საფრანგეთში პროფკავშირებმა Renault-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს

საფრანგეთში პროფკავშირებმა Renault-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს
საფრანგეთში პროფკავშირებმა Renault-ის წინააღმდეგ აქცია გამართეს

ფრანგული ავტომწარმოებელი Renault, რომელიც პანდემიიის გამო ფინანსური კრიზისის პირიპირ აღმოჩნდა, სახსრების დაზოგვის მიზნით, იძულებულია ხარჯების შემცირებაზე იზრუნოს. კომპანიამ, 3 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ევროს დაზოგვის მიზნით გეგმა შეიმუშავა, რომელიც წარმოების ოპტიმიზირებას და მსოფლიოში 15 000 დასაქმებული ადამიანისთვის პირობების შეცვლას ითვალისწინებს. 

ამგვარად საფრანგეთში დაახლოებით 4,600 დასაქმებულს გადამზადებას შესთავაზებენ, ასევე სამსახურიდან დათხოვნის პროგრამას წაახალისებენ, ხოლო სხვა ქვეყნებში 10 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შემცირდება.  

ამასთან, იგეგმება ქალაქ მობეჟეში არსებული საწარმოს სხვა ქალაქში გადატანა. ფინანსური კრიზისის პირიპირ აღმოჩენილი კომპანია, სახსრების დაზოგვის მიზნით, იძულებულია საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული საწარმოც დაკეტოს.

 Renault-ის ახალმა პოლიტიკამ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია. პროფკავშირებმა ქალაქ მობეჟეში არსებულ საწარმოსთან აქცია გამართეს, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი ესწრებოდა. 

კომპანია Renault-ს კორონავირუსის პანდემიის დროს ყველა თავისი ქარხნის დაკეტვა მოუწია. მათი ხელახლა ამუშავება მხოლოდ აპრილის ბოლოს გახდა შესაძლებელი. აპრილში, კომპანიის ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში, 76,3%-ით შემცირდა.

კომპანია მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და ეს ცხადია. საფრანგეთის პრეზიდენტ, იმანუელ მაკრონის თქმით ავტომწარმოებლის მხარდასაჭერად 8 მილიარდი ევროს გამოიყოფა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system