თავში

საგადასახადო დავების განხილვების სფეროში რეფორმა იწყება

საგადასახადო დავების განხილვების სფეროში რეფორმა იწყება
საგადასახადო დავების განხილვების სფეროში რეფორმა იწყება

საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში რეფორმა იწყება. ინიციატორი ფინანსთა სამინისტროა. ყველა თანხმდება, რომ საგადასახადო დავები უნდა გამარტივდეს, თუმცა, კონცეფციაზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ვინ უნდა დაადგინოს გასაჩივრებულ სადაო 100-ეულობით მილიონ ლარის საქმეზე, რის შეცვლა იგეგმება და როგორ დაიგეგმება ქმედითი მექანიზმები.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი განმარტავს, ბიზნესდავების გამჭვირვალობას და სამართლიან გადაწყვეტას უდიდესი, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტორებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან იქ სადაც სამართლიანი ბიზნესგარემო არაა, ყველა ერიდება საქმეში ფულის ჩადებას. რეფორმა სწორედ საუკეთესო საინვესტიციო გარემოს და ჰარმონიული ბიზნესგარემოს შესაქმნელად დაიწყო.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, 2606 საქმიდან 52%-ი სრულად და ნაწილობრივ გადაწყდა ბიზნესის სასარგებლოდ, თანხობრივ ნაწილში დავების 45%-ია ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვეტილი, რაც ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მთავრობის პრობიზნესული პოლიტიკის შედეგია.

რეფორმაში ჩაერთვება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. რეფორმაში ჩართულია ბიზნესასოციაციებიც და როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ექსპერტებიც.

"დღეს ბიზნესდავები დროში ჭიანურდება, მიზეზი ბევრი რამეა, პირველი ასეთი დავების ოდენობა მეტისმეტად ბევრია და, მეორე, დავების საბჭო მუდმივი წევრებისგან არაა დაკომპლექტებული, თანაც, საბჭო წარმომადგენლობითია, ანუ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებისგანაა დაკომპლექტებული. მათთვის ეს დამატებითი საქმიანობაა და ხშირად არ სცალიათ. საბჭო კი ქვორუმის გარეშე საქმეს ვერ განიხილავს. რეფორმით დაგეგმილია ამ ხარვეზის გასწორება. დიდი ალბათობით საბჭო რეფორმის შედეგად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდება. წევრებს სავარაუდოდ მოეთხოვებათ კვალიფიკაცია, ისინი იქნებიან მაღალი დონის სპეციალისტები მუდმივ შტატზე. ევროპაში საგადასახადო მოსამართლეები არსებობენ. ამის მსგავსად იმუშავებენ საგადასახადო დავების საბჭოს წევრები. განიხილება ასევე საბჭოს ინსტიტუციურად გაძლიერება, ანუ ცალკე ფორმირება, რომელიც სავარაუდოდ, მთავრობასთან იქნება ანგარიშვალდებული. ვფიქრობთ, ეს ინება დამოუკიდებელი ბორდი, ცალკე აპარატის სახით, რომელიც იქნება შუა რგოლი შემოსავლების სამსახურსა და სასამართლოს შორის, რომ ადამიანებს, ბიზნესმენებს თავად რომ არ მოუწიოთ სიარული სასამართლოში. საბჭოს დამოუკიდებლობის და ლეგიტიმაციის ხარისხის გაიზრდება. მართალი ჯერ კონცეფცია ჩანასახოვან დონეზეა, თუმცა ჩვენი დაკვეთა ასეთია,"- განმარტავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და დასძენს, რომ კონცეფცია წლის ბოლომდე უნდა დაიდოს, რეფორმა კი მომავალ წელს უნდა განხორციელდეს.

დღეს საგადასახადო დავების განხილვა ორ დონეზე ხდება: შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დონეზე. გახდება თუ არა ის ერთდონიანი, ჯერ უცნობია., თუმცა ფინანსთა სამინისტროში ერთ რამეში არიან დარწმუნებული: საგადასახადო დავების რეფორმა უფრო მეტად პრობიზნესულს გახდის დავებს, რაც ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობას შესძენს.

შეგახსენებთ, ბიზნესს დღეს არსებულ საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმთან შენიშვნები აქვს. მათ კონკრეტული მაგალითიც კი მოჰყავთ და ამბობენ, რომ თუ დღეს შემოსავლების სამსახური რომელიმე მეწარმეს დაარიცხავს თანხას, რომელიც მეწარმის შეფასებით არასამართლიანად დაერიცხა და ის მეწარმე ასაჩივრებს ამას, საქმეს ისევ შემოსავლების სამსახური განიხილავს, რაც ბიზნესასოციაციების მტკიცებით, ინტერესთა კონფლიქტია. ამის გარდა, ბიზნესი ამბობს, რომ სადასახადო დავების საბჭოს გადაწყვეტილებას აუდიტის სამსახური თავიდან გადაიანგარიშებს, რასაც დრო მიაქვს. ბიზნესს იმედი აქვს ეს და კიდევ ბევრი ხარვეზი გამოსწორდება.

ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რეფორმაში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, შეისწავლება და თავი მოეყრება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მისი სინთეზი მოხდება ადგილობრივ საჭიროებებთან და მოთხონებთან. შემუშავებელ კონცეფცია განიხილება ადგილობრივ დონეზე და დამტკიცებამდე მას განიხილავს მთავრობა და პარლამენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system