თავში

საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია

საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია
საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია

2021 წლის პირველ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია, ამის შესახებ აღნიშნულია galt andt aggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ფისკალური დეფიციტი მაღალ ნიშნულზეა დაგეგმილი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში საგადასახადო შემოსავლებმა 3.0 მლრდ ლარი შეადგინა და კვარტალური გეგმა შესრულდა (100.3%). აქვე აღნიშნულია, რომ 2020 წელს მთავრობის ანტიკრიზისულმა ხარჯებმა 2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 4%-ია 2021 წელს ანტიკრიზისული ხარჯები 1.1 მლრდ ლარზეა დაგეგმილი (მშპ-ს 2%). 2021 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 5.2%-ით იზრდება 4.3 მლრდ ლარამდე. 

"პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია ფისკალური პარამეტრების გაუმჯობესება და ამ მიზნით საჭიროა მიმდინარე ხარჯების მკვეთრი შემცირება," - ვკითხულობთ galt andt aggart-ის მიმოხილვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system