თავში

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 300 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება. სკოლა 60 ბავშვზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება.

ამის შესახებ report.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, პროექტის ღირებულება 1.1 მილიონი ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

ცნობისთვის, რეგიონებში 1500-ზე მეტი ბავშვისთვის აშენდა 20 ახალი სკოლა, 2021 წელს დასრულდება 7020 ბავშვისთვის 41 სკოლის დაწყებული მშენებლობა.

საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი ლარია.

2020 წელს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 85 მილიონი ლარი გამოიყო.

2021 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას 161 მილიონი ლარი მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system