თავში

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზას 6.4 მილიონი ლარი მოხმარდება

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზას 6.4
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზას 6.4 მილიონი ლარი მოხმარდება

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 15 კმ-მდე მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ report.geის რეგიუნული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

"სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. იწყება საგარეჯოდან 12 კმ-ში და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. დამატებით დაგეგმილია 3 კმ-ი გზის მოასფალტება, რაც უკვე სრულად მოაწესრიგებს დავით გარეჯამდე მისასვლელ გზას. 2020 წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება," - განმარტავენ უწყებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system