თავში

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7 პროცენტით შემცირდა

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7 პროცენტით შემცირდა
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.7 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარს (1.4 პროცენტით ნაკლები). იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტია.

იანვარ-მარტში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 159.0 მლნ. აშშ დოლარით, სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, მეორე ადგილს 127.9 მლნ. აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 58.2 მლნ. აშშ დოლარით.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარ-მარტში წარდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 173.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 150.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები 135.5 მლნ. აშშ დოლარით.

ცნობისთვის, საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებია13 აპრილს გამოაქვეყნა.

დღეს კი დეტალური ანგარიში წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system