თავში

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გაიზარდა - იმპორტის წილი

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გაიზარდა - იმპორტის წილი
საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გაიზარდა - იმპორტის წილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8 პროცენტით გაიზარდა და 440.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად -0.5 პროცენტით დაიკლო და 263.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 8.6 პროცენტით 703.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2020 წლის თებერვალში საქონლის იმპორტი 8.6 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა: თურქეთიდან (ნავთობპროდუქტებისა და საფეიქრო ნაწარმის გამო), აზერბაიჯანიდან (ნავთობაირებისა და საბეჭდი მანქანების საკუთვნოების გავლენით) და უკრაინიდან. 

ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტმა მოიმატა გერმანიიდან და საფრანგეთიდან. 

იმპორტი გაიზარდა აშშ-დან (მსუბუქი ავტომობილებისა და სამრეწველო დამზადების თამბაქოს გამო) და თურქმენეთიდან (ნავთობაირების გავლენით). 

ამის საპირისპიროდ, იმპორტი შემცირდა რუსეთიდან და სომხეთიდან. ასევე ჩინეთიდან იმპორტი შემცირდა წყლისა და ორთქლის ტურბინების, ხოლო ირანიდან სიგარილებისა და სიგარეტების კლებით გავლენით. 

2020 წლის თებერვალში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები იყო: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, გერმანია და უკრაინა. ჯამურად, 7 ძირითად სავაჭრო პარტნიორზე მთლიანი იმპორტის 69 პროცენტი შეადგინა. 

ეროვნული ბანკის შეფასებით,წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად დივერსიფიცირებული იყო.

2020 წლის თებერვალში, იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვან წილს, 8.4 პროცენტს, მსუბუქი ავტომობილები წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 64.8 პროცენტით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის ცვლილებაში 3.6 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. 

იმპორტზე ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვნად იმოქმედა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტმა (1.2 პპ), რომელიც რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი. 

მოიმატა ასევე ნავთობის აირების, სატვირთო ავტომობილებისა და საბეჭდიგამომთვლლი მანქანების ნაწილების იმპორტმა.

ზომიერად გაიზარდა ელექტრონული სატელეფონო აპარატებისა და ელექტროენერგიის იმპორტი. 

ამის საპირისპიროდ, შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე სამკურნალო საშუალებების იმპორტი. 

ეროვნული ბანკის შეფასებით, თებერვალში იმპორტი სასაქონლო კატეგორიების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დივერსიფიცირებული იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system