თავში

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა
საგარეო ვაჭრობის დეფიციტი შემცირდა

2020 წლის მაისში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37.8 პროცენტით შემცირდა და 261.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

როგორც საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაშია" აღნიშნული, საანგარიშო თვეში საქონლის რეგისტრირებულმა ექსპორტმა წლიურად 30.3 პროცენტით დაიკლო და 235.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 34.5 პროცენტით 496.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

შეგახსენებთ, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. საქსტატის ცნობით, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system