თავში

საგარეო ვალის ზრდის რისკი მაღალია

საგარეო ვალის ზრდის რისკი მაღალია
საგარეო ვალის ზრდის რისკი მაღალია

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მთავრობის მიერ გაფორმებული ყველა სასესხო ხელშეკრულება ცვალებად საპროცენტო განაკვეთშია, რაც, სახელმწიფო აუდიტის აზრით, კიდევ უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

ანგარიშში განმარტებულია, რომ 2019 წელს მთავრობის ვალის პორტფელის ზრდის, ლარის გაუფასურებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად 2018 წელთან შედარებით, ჯამურად 386.6 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები როგორც საგარეო, ასევე საშინაო სესხებზე და 2,901 მლნ ლარი შეადგინა.

აქვე აღნიშნულია, რომ 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, სახელმწიფო ვალის ფაქტობრივმა ნაშთმა 836 მლნ ლარით გადააჭარბა ბიუჯეტის თავდაპირველი კანონით, ხოლო 4.1 მლნ ლარით - კანონის ცვლილებით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს, რაც საშინაო ვალის დაგეგმილზე მეტი მოცულობით (49 მლნ ლარით) გაზრდამ განაპირობა.

ასევე, 2018 წლის მსგავსად, 2019 წელს სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯების ნამატის უდიდესი ნაწილი (57%) მოდის საშინაო ვალის მომსახურებაზე, რაც ძირითადად გამოწვეულია 6-თვიანი, 12-თვიანი და 2-წლიანი სახაზინო ვალდებულებების დაფარვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system