თავში

საღებავებში ტყვიის შემცველობაზე კონტროლი მკაცრდება

საღებავებში ტყვიის შემცველობაზე კონტროლი მკაცრდება
საღებავებში ტყვიის შემცველობაზე კონტროლი მკაცრდება

2023 წლის 1 ივლისიდან საღებავის მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ახალი ვალდებულებები უჩნდება, რადგან სწორედ 2023 წლიდან ამოქმედდება ახალი  რეგლამენტი, რომელიც საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლის ახალ წესებს დაადგენს. მიზანი ეკოლოგიაა და უსაფრთხოებაა, ანუ, ქვეყანაში ტყვიით და მძიმე მეტალებით გამოწვეული ავადობების შემცირება და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაზრდა. 

ახალი რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

სახელმწიფოს უჩნდება უფლებამოსილება, აკონტროლოს და შეაფასოს რეგლამენტის დაცვის პროცესი, აიღოს ლაქ-საღებავების ნიმუშები და განსაზღვროს რამდენად შეესაბამება/არ შეესაბამება კონკრეტული პროდუქტი ეროვნულ სტანდარტებს.

მოქალაქეების მიერ უშუალოდ საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე ეს რეგლამენტი არ ვრცელდება, თუმცა დისტრიბუტორი ვალდებული ხდება, ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, დარწმუნდეს, რომ ლაქ-საღებავზე დატანილია ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფორმაცია და თან ერთვის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული დოკუმენტები. დისტრიბუტორი ასევე ვალდებული გახდება, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, დისტრიბუტორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს ან იმპორტიორს და ასევე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system