თავში

საჰაერო საზღვრების გახსნის ეკონომიკური ეფექტი

საჰაერო საზღვრების გახსნის ეკონომიკური ეფექტი
საჰაერო საზღვრების გახსნის ეკონომიკური ეფექტი

ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია 5 ქვეყანასთან საქართველოს საჰაერო საზღვრების გახსნის ეკონომიკურ სარგებელს ითვლის.

ანალიტიკოის თქმით, შარშან აგვისტოდან დეკემბრამდე საქართველოში, საფრანგეთიდან (14,573), გერმანიიდან (45,251), ლიეტუვიდან (10,653), ლატვიიდან (9,694) და ესტონეთიდან (7,317), სულ - 87,488 ვიზიტორი გვეწვია. თუ ამ რიცხვებს უცვლელად დავტოვებთ (ოპტიმისტურია მაგრამ მაინც) და გავითვალისწინებთ მათ დანახარჯებს საშუალოდ 1000 აშშ დოლარის ოდენობით (ესეც ოპტიმისტურია მაგრამ მაინც), მივიღებთ რომ წლის ბოლომდე ამ ქვეყნებიდან საქართველომ შემოსავლის სახით შეიძლება გამოიმუშაოს 87.5 მილიონი აშშ დოლარი, აგვისტო-ოქტომბერში საშუალოდ 25-25 მილიონი, დანარჩენ თვეებში კი დაახლოებით 6-6 მილიონი.

"უფრო შორს რომ წავიწიოთ, 2019 წელს ბოლო 5 თვეში საქართველომ მიიღო დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი, რომელთან შედარებითაც ამჟამინდელი მოსალოდნელი შემოსავალი ($87.5 მილიონი) - დაახლოებით 6%-ს შეადგენს.

ცუდი არ არის, მაგრამ:

- სრული გახსნის/დატვირთვის გარეშე, ეს 6% ვერ გადაარჩენს ვერც სასტუმროებს და ვერც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე სხვა მოთამაშეებს.
- ამ 6 პროცენტს მნიშვნელოვანია შეეხიდოს ადგილობრივი ტურიზმიც, თანაც ფასები ამისთვის უკვე შედარებით ხელმშემწყობია. სასურველია ქართველმა ვიზიტორებმა წელს პარიზს და ნიცას, ბათუმი, ბორჯომი, მესტია და შოვი ამჯობინონ.
- ბიზნეს და სახელმწიფოს დიდად კოორდინირებული მუშაობა მართებთ, მნიშვნელოვანი თანმდევი გამოწვევების გასანეიტრალებლად.
- მეზობელ ქვეყნებთან (როცა ამისი საშუალება იქნება) საზღვრების გახსნის გარეშე ტურიზმის ძველი რეჟიმით ამოქმედება წარმოუდგენელია, ამიტომ ამ მიმართულებით სცენარების განხილვაც უკვე წინმსწრებად დასაწყებია," -
ამბობს ანალიტოსი.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა დაგვიანებულია და მისი ეკონომიკური ეფექტი მიზერული იქნება.

საჰაერო საზღვრების უპირობოდ გახსნას არ იწონებს ოპოზიციაც.

შეგახსენებთ, ქვეყანამ ავიასივრცე რეგულარული საერთასორისო ფრენებისთვის მხოლოდ 5 ქვეყანასთან გახსნა. ესაა გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს ინარჩუნებს.

ევროკავშირმა კი საქართველოს ავიასივრცე 1 ივლისიდან გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system