თავში

საჰაერო ტვირთბრუნვა შემცირდა

საჰაერო ტვირთბრუნვა შემცირდა
საჰაერო ტვირთბრუნვა შემცირდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 

სააგენტოს ცნობით, 2019 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 24 911. 336 ტონა შეადგინა, რაც 543.49 ტონით. შესაბამისად, 2.14 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სტატისტიკური მონაცემებით მიხედვით, საქართველოში მომფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2019 წელს – 2018 წელთან შედარებით 1.9 პროცენტით შემცირდა, გამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადები 1.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო შიდა ფრენები 12.3 პროცენტით გაიზარდა. 12.7 პროცენტიანი კლება იყო გადამფრენი საჰაერო მოძრაობის ნაკადების კუთხით, რაც პაკისტანის საჰაერო სივრცის რამდენიმეთვიანი დახურვით და აზიიდან მომავალი საჰაერო მოძრაობის ნაკადების საქართველოს საჰაერო სივრცის გვერდის ავლით იყო განპირობებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system