თავში

საიჯარო გადასახადის გადამხდელებს შეღავათები დაუწესდებათ

საიჯარო გადასახადის გადამხდელებს შეღავათები დაუწესდებათ
საიჯარო გადასახადის გადამხდელებს შეღავათები დაუწესდებათ

"თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, და მას დაერიცხა პირგასამტეხლო, მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადაუვადოს გადახდა," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე დავარეგისტრირეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც იმ სახელმწიფო ქონებაზე, რომელსაც განკარგავს ქონების მართვის სააგენტო, თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, მაგალითად, ვერ გადაიხადა დროულად საიჯარო გადასახადი, დაერიცხა პირგასამტეხლო და ა.შ., მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, აპატიოს გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადაუვადოს გადახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში მათთვის, ვისაც იჯარით აქვს აღებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს, რომ ეს პრობლემები სუბიექტს პანდემიით და საგანგებო მდგომარეობითაა გამოწვეული. ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი და მთავრობა სამართლიანად და გამჭვირვალედ ყველა ასეთი იურიდიულ და ფიზიკურ პირს მიანიჭებს გარკვეულ შეღავათს. წინასწარი ინფორმაციით, თუნდაც სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში ეს არის 900-მდე სუბიექტი, რომლებსაც გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა შეექმნა, ასევე 20-ზე მეტი სუბიექტი, რომლებსაც პრობლემები საპრივატიზაციო ვალდებულებების შესრულებაში შეექმნათ“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system