თავში

Saint Laurent-მა მოდური პრეზერვატივი გამოუშვა

Saint Laurent-მა მოდური პრეზერვატივი გამოუშვა
Saint Laurent-მა მოდური პრეზერვატივი გამოუშვა

მოდის სახლმა Saint Laurent მაღალი კლასის მოდური პრეზერვატივები გამოუშვა. ინფორმაციას Vogue ავრცელებს.

ეს ნამდვილად არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მოდის სამყარო კონდომის დიზაინით ინტერესდება. ჯერ კიდევ, ახლო წარსულში გამოჩნდა Alexander Wang-ის Trojan პრეზერვატივები, თეთრი ფერის დიზაინითა და სლოგანით #ProtectYourWang. პრეზერვატივი Vetements-მაც გამოიყენა, 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენების მოსაწვევისთვის. რაც შეეხება, YSL-ის კონდომს, ის კამპანია “სასიყვარულო ინტრიგის” ნაწილია, რომელზეც იურგენ ტელერმა იმუშავა, ხოლო მოდელებად ანია რუბიკი და დევიდ ალექსანდერ ფინი მუშაობდნენ. Saint Laurent-ის კონდომი მხოლოდ პარიზის მაღაზია Rive Droite-ში არის ხელმისაწვდომი და $2.5 ღირს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system