თავში

საირიგაციო შეღავათით ფერმერებმა 555 225 ლარი დაზოგეს

საირიგაციო შეღავათით ფერმერებმა 555 225 ლარი დაზოგეს
საირიგაციო შეღავათით ფერმერებმა 555 225 ლარი დაზოგეს

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან უკვე 1 973 აბონენტი გათავისუფლდა, ბენეფიციართა დანაზოგმა 555 225 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ report.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system