თავში

სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება

საჯარიმო სანქციები მკაცრდება
სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება

სამშენებლო ნარჩენების უკანონო დაყრასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციების გაზრდა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი უკვე მზად არის.

მისივე განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემებს სამშენებლო ნარჩენები ქმნის, რადგან სამშენებლო ობიექტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში, ნარჩენების განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში არ ხდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გამოყოფილი კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ სწორედ ამ ადგილებზე განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები, მშენებარე ობიექტები არღვევენ კანონს და სხვადასხვა ადგილებში ყრიან სამშენებლო ნაგავს. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ან კერძო საკუთრება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმა ერთ კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა კი ითვალისწინებს მის გაზრდას ფიზიკურ პირზე 1000 და იურიდიულ პირზე 3000 ლარამდე. მისივე განმარტებით, ძველი კანონმდებლობით, ერთი კუბური მეტრი და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და ფიზიკური პირის შემთხვევაში, 500 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 1 500 ლარს - იურიდიული პირის შემთხვევაში.

„საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, ერთიდან 10 კუბურ მეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6 000 ლარი. 10-დან 50 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბური მეტრის შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

კარომები 12-ჯერ იზრდება სამედიცინო ნარჩენების მართვის წესის უგულებელყოფაზეც

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system