თავში

საქართველო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმისთვის ემზადება

საქართველო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმისთვის ემზადება
საქართველო აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმისთვის ემზადება

საქართველო რიგით მესამე აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორმუმისთვის ემზადება. ღონისძიების ჩატარება ქვეყანას 885 ათასი ლარი დაუჯდება. ეკონომიკის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვა უკვე ითხოვა. აბრეშუმის გზის ფორმუმს 100 მეტი ქვეყნის მეთაური და სხვადასხვა უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში Report.ge-ს უთხრეს, ღონისძიება მიზნად ისახავს ინვესტორებსა და კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ფორუმზე წარადგენენ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც. აბრეშუმის გზის ფორუმი ოქტომბერშია დაგეგმილი. სხვა დეტალებს ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system