თავში

"საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს"

საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს
საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს

ამერიკული ჟურნალი The National Interest საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის თარგმანს, სახელწოდებით - “საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

"ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის პრეტენდენტია საქართველო 2008 წლიდან და განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირთან 2014 წლიდან ჩამოუყალიბდა, როდესაც ასოცირების შეთანხმებას მოეწერა ხელი. სხვა მრავალ დათქმასთან ერთად, მასში განსაზღვრულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე. ეს საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ე.წ. ოთხგანზომილებიან თავისუფლებას ანიჭებს: საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და ხალხის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. საქართველომ ძლიერი პარტნიორობა შეინარჩუნა შეერთებულ შტატებთან. ის წლებია განაგრძობს აშშ მისიაში მონაწილეობას ავღანეთში და დღემდე 870 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული ადგილზე, თან უკანა ხაზზე მდგომი პოზიცია ნამდვილად არ გააჩნია. საქართველომ ყველაზე დიდი დანაკარგი იწვნია ავღანეთში განლაგებული კოალიციის ყველა პარტნიორთან შედარებით," - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში ყურადღება გამახვულებულია იმაზე, რომ საქართველოს "კარგი შედეგები აქვს საბჭოთა წარსულის მარწუხებიდან გათავისუფლებისა და ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია The Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს 1996 წლიდან მოყოლებული. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველომ „ეკონომიკურად შეჭირვებული" ქვეყნების კატეგორიას დააღწია თავი და „ეკონომიკურად თავისუფალი" ქვეყნების კატეგორიაში დაწინაურდა ნახტომისებური ეფექტით. ინდექსში მისი აღმასვლა 124-ე პოზიციიდან მე-16 ადგილამდე ყველაზე დიდი მიღწევაა ამ საერთაშორისო რეიტინგის ისტორიაში.ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია განიხილავს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას საქართველოსთან. ახლა უკვე დადგა ამის დრო,თუმცა, ეს არ მოხდება რუსეთის ჯიბრზე. ეკონომიკური რეფორმების განხორციელებითა და საერთაშორისო დონეზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერით, საქართველომ დაამტკიცა, რომ თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის ღირსია. „სუფრა გაშლილია" - ყველაფერი მზადაა შეთანხმების გასაფორმებლად," - ვკითხულობთ სატატიაში.

ცნობისთვის, მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2012 წლიდან დაიწყო. საქართველოს საელჩოს საიტზე დიალოგი აღწერილია როგორც „ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პლატფორმა, რომელსაც გააჩნია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის პოტენციალი. შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასევე ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო შეთანხმებას.

ამერიკული ჟურნალი წერს, რომ თბილისმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ნაკისრი ვალდებულების გამოხატვასა და მეტად ძლიერ ალიანსს იმსახურებს. გამოცემა საქართველო- რუსეთის კოფლიქტსაც შეეხო. როგორც სტატიაში წერია, თერთმეტი წლის წინ, რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა ბრუტალური, ხუთდღიანი ომის ინიცირების გზით. დღეს რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ქვეყნის მიწების მიტაცების პროცესს აგრძელებს „მცოცავი ანექსიის" გზით. თუმცა, ამერიკული გამოცემა წერს, რომ რუსეთის საზიანო გავლენის მიუხედავად, საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მთავრობა აგრძელებს სვლას დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ და საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ლიბერალიზაციის ნაწილში მიღწეული პროგრესი შესამჩნევია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system