თავში

საქართველო-აშშ ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

საქართველო-აშშ ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადადის

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია განიხილავს საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ეს საქართველოს საინვესტიციო გარემოს საიმედოობას გაზრდის, რაც ინვესტიციების ზრდის წინაპირობა გახდება. 

"მხოლოდ USAID-ით აშშ-ს $1.8 მილიარდი აქვს საქართველოში დახარჯული... რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, თუნდაც მორალურ მხარდაჭერაზე... " - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობას. 

მისივე თქმით, აშშ-ს საქართველოში $1.7 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ის სიდიდით საქართველოს ნომერ მეხუთე ინვესტორია. შედარებისთვის, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ  რუსეთს - 0.8 მილიარდი აქვს საქართველოში "ჩადებული". 

"შეიძლება გაუთვითცნობიერებელს გაუკვირდეს, მაგრამ აშშ სიდიდით ნომერ მეხუთე ინვესტორია საქართველოში და $1.7 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. შედარებისთვის რუსეთს - 0.8 მილიარდი აქვს "ჩადებული" და ღმერთმა იცის რამდენის აქვს წართმეული!თუ ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ბოლო დღეებში ისმის, უფრო მოწყალე იქნება თავისი პარტნიორებისადმი, ვიდრე ტრამპი და რეალურად გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამასთან ერთად გაიხსნება ამერიკული "ინვესტირება განვითარებაში", იგივე ყოფილი OPIC-ის წარმომადგენლობა საქართველოში, რისთვის ქართულ მხარეს ყველაფერი დიდი ხანია უკვე მზადაა, ეს ჩვენს საინვესტიციო გარემოს სულ სხვა სიმაღლეზე გადაიყვანს," - ამბობს ჭარაია.

შეგახსენებთ, აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის აზრით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ეკონომიკის მინისტრი ქრაჩის იდეას დღესვე გამოეხმაურა და დასძინა, რომ, "ბიზნესგეგმა"  ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას," - განმარტა მინისტრმა თურნავამ. 

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია განიხილავს საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს. 

"ამიტომაც ვახდენთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ინტენსიფიკაციას და ამ წინსვლის პერსპექტივები არის ისეთი ნათელი, როგორც არასდროს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system