თავში

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკა
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ეკონომიკა

ეკონომისტები და ფინანსისტები რეგიონის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებს განიხილავენ.

ანალიტიკოსების, ვახტანგ ჭარაიას, შოთა გულბანისა და ოთარ ანგურიძის ნაშრომში ("თურქეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში") აღნიშნულია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი სამივე ქვეყნისთვის და სრულიად რეგიონისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს. 

დოკუმენტში საუბარია TANAP-ის პროექტზეც.

"წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობა TANAP-ის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირისთვის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად წარმოაჩენს ამ უკანასკნელის ენერგოდივერსიფიცირების ჭრილში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2023 წლისთვის საქართველო 23 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს, ხოლო 2026 წლისთვის კი 30 მილიარდს, საიდანაც საქართველოს გატარებული მოცულობის 5% უსასყიდლოდ ერგება, შესაბამისად 1.15 და 1.5 მილიარდი კუბური მეტრი (2018 წლის ჯამური მოხმარება 2.2 მილიარდი კუბური მეტრია)," - აღნიშნულია დოკუმეტში. 

ანალიოტიკოსები ხაზს უსვამენ ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობასაც, რომელიც მათივე შეფასებით, საქართველოს ახალ შესაძლებლობებთან ერთად, შესაძლოა, ახალ გამოწვევებსაც უქადდეს, ძირითადად საქართველოს არსებულ რკინიგზასთან და პორტებთან კონკურენციის სახით. 

"2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system