თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი ყოველ წელს გაიმართება

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი ყოველ წელს გაიმართება
საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი ყოველ წელს გაიმართება

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი რეგულარულად ყოველ წელს გაიმართება. 

ამის შესახებ report.ge-ს "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოდან" აცნობეს.

როგორც ბიზნეს საბჭოს პროექტების ასისტენტი მედეა ლაშხია report.ge-ს უხსნის, ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის რეგულარული გამართვა 2020 წლის 5 მარტს გამართულ ბიზნესშეხვედრაზე დაანონსდა. 

გეგმის მიხედვით, მომავალ წელს საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი უნდა გაიმართოს ბაქოში არაუგვიანეს მაისისა.

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის რეგულარულად ჩატარება "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივაა.

იდეა მოიწონა აზერბაიჯანულმა მხარემაც. 

აზერბაიჯანული ბიზნესასოციაციების განცხადებით, ამგვარი ურთიერთობა წარმატებულ შედეგს მოუტანს ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობასა და თანამშრომლობას.

როგორც ბიზნესსაბჭოს პროექტების ასისტენტი მედეა ლაშხია განმარტავს, ბიზნესფორუმი ორი ქვეყნის ბიზნესმენებს დაეხმარებათ,  გაცვალონ ინფორმაცია, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, ან გააფართოონ უკვე არსებული საქმიანობის არეალი.

5 მარტს გამართულ ბიზნესფორუმზე, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა" და კასპიის ევროპულ კლუბს შორის  მომავალი შესაძლო თანამშრომლობის იდეაც გაჟღერდა და ადგილზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი EUGBC-სა და AZEBI-ს(აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია) შორის.

უკვე გამართული ბიზნესფორუმის ანალიზის საფუძველზე "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" პროექტების მენეჯერი report.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები შავი და კასპიის ზღვების ქვეყნებისთვის, მით უფრო საქართველო-აზერბაიჯანისთვის, ბევრი შესაძლებლობების და თანამშრომლობის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ცნობისთვის, პირველი ბიზნესფორუმის გამართვაში ბიზნესსაბჭოს ფიანანსურად დაეხმარა ფორუმის გენერალური პარტნიორები:BP, სოკარი, ენერჯი ჯორჯია და პაშა ბანკი, ასევე, პარტნიორები: ყულევის ნავთობტერმინალი, ემბავუდი, ჰუალინგ ქუთაისი, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ლუკა პოლარე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system