თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - VIDEO - PHOTO

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესთანამშრომლობის
საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა   - VIDEO - PHOTO

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ორგანიზებით, 5 მარტს ჩატარდა საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი. ბიზნეს ფორუმში მონაწილებას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პირველი მოადგილე - ეკატერინე მიქაბაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში - დურსუნ ჰასანოვი, "BP" საქარველოს დირექტორი - ენ დევისი, "სოკარის ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი - მაჰირ მამედოვი და ღონისძიების სხვა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. ფორუმს ესწრებოდა 40-მდე აზერბაიჯანული და დაახლოებით იმავე რაოდენობის ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

აღნიშნული ფორუმის ძირითადი მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობის განვითარებაა. ფორუმის ფარგლებში  "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა" და "აზებს" (აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა ასოციაცია) შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს "AZEBI-ის" დირექტორმა ნარიმან გურბანოვმა და "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელმა, ზვიად ჭუმბურიძემ. დოკუმენტის თანახმად, ბიზნეს ასოციაციები ხელს შეუწყობენ საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკურ განვითარებს, ორგანიზებას გაუწევენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტს, მოაწყობენ შეხვედრებს და სემინარებს. 

"ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა მიმართულებით, როგორც თბილისში ასევე ბაქოში. ეს იქნება მუდმივი შეხვედრები. სექტორულად ბიზნეს კომპანიები თავიანთი პარტიორების თანამშრომლობის პერსპექტივით შეხვდებიან ერთმანეთს, " - განაცხადა "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ხელმძღვანელმა, ზვიად ჭუმბურიძემ.

ღონისძიებაზე ქართულმა და აზერბაიჯანულმა კომპანიებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებსა და დადებით მხარეებზე.  

"ინტერესი ძალიან დიდია. თქვენ ხედავთ, რომ 40-მდე აზერბაიჯანული და დაახლოებით იმავე რაოდენობის ქართული კომპანია ესწრება ფორუმს. ნუ დაგვავიწყდება, რომ აზერბაიჯანი მარტო დეკლარირებულად სტრატეგიული პარტნიორი არაა - ეს მხოლოდ ერთი მხარეა და უნდა გვახსოვდეს რომ, ეს არის დიდი შესაძლებლობების ქვეყანა," - ამბობს ჭუმბურიძე.

აღსანიშნავია რომ, ღონისძიების ორგანიზატორი "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო", ქართველ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, გეგმავს ჩაატაროს აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურად და 2021 წელს იგი ბაქოში გაიმართება. 

\

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system