თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესურთიერთობები პანდემიისას - Exclusive

საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესურთიერთობები პანდემიისას - Exclusive
საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნესურთიერთობები პანდემიისას - Exclusive

კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო.

იმის გასაგებად, თუ რა ეტაპზეა ორო ქვეყნის ბიზნესურთიერბები და შეაფერხა თუ არა ის კორონავირუსი პანდემიამ, report.ge ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) დაუკავშირდა.

როგორც საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კაჭარავამ გვითხრა, რომ პანდემიის მიუხედავად,აზერბაიჯანულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები და კომუნიკაცია არ წყდება.

"მაგალითისათვის ა.წ. მაისში კასპიის ევროპულ კლუბთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ყაზახურმა მხარემაც მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა აზერბაიჯანულ მხარეს გავუგზავნეთ თანამშრომლობის რიგი საინტერესო პროექტები, მათ შორის საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში აზერბაიჯანული კომპანიების მოზიდვის მიზნით," - განუცხადა report.ge-ს კაჭარავამ და დასძინა, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორები საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საბანკო საქმე, სამშენებლო ბიზნესი, ავეჯის წარმოება. რაც შეეხება ქართველი ინვესტორების ინტერსს მეზობელი ქვეყნის 10 მილიონიანი ბაზრის მიმართ, ამ მიმართულებით გააქტიურდნენ უალკოჰოლო სასმელების ექსპორტიორები მაღაზიათა ქსელის მფლობელები.

"როგორც მოგეხსენებათ საქართველოში უკვე კარგად არიან წარმოდგენილი აზერბაიჯანული კომპანიები მათ შორის ნავთობისა და გაზის; საბანკო; სამშენებლო; ავეჯის წარმოების სხვა სფეროებში. ქართული კომპანიების მხრიდანაც არის მზარდი ინტერესი და აქტივობა აზერბაიჯანულ ბაზარზე შესვლის კუთხით. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი, “ანტრეს“ მაღაზიათა ქსელის გახსნა და ა.შ. ამჟამად მიმდინარებს მუშაობა „ლუკა პოლარე“ აზერბაიჯანულ ბაზარზე შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით," - დასძინა report.ge-სთან საუბრისას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) აღმსასრულებელმა დირექტორმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system