თავში

საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს უფრო მეტად განავითარებს

საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს უფრო მეტად განავითარებს
საქართველო ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალს უფრო მეტად განავითარებს

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება მნიშვნელოვნად შეამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს მოიზიდოს დამატებითი ტვირთი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ახალი მთავრობის 2021-2024 წლების პროგრამაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციას და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.

”დაგეგმილია პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობა სატრანზიტო დერეფნის ციფრული ფორმირებისთვის, რაც გაზრდის საქართველოს გავლით ტვირთის გადაზიდვის ეფექტურობასა და მდგრადობას”, - ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის შედგენილ სამთავბრობო პროგრამაში, რომელსაც პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. 

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს. როგორც უკვე ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს, თავდაცვის უწყებას კი ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაიბარებს. დღესვე პარლამენტში დღეს განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს, დოკუმენტში ასევე გამახვილებულია ყურადღება ოკუპაციაზე, ეკონომიკურ გამოწვევებზე, კოვიდპანდემიასა და ადამიანის უფლებებზე.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგი ასეთია: პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მისი კაბინეტის წევრები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ამის შემდეგ კი რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მინისტრთა განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებენ. მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, მინიმუმ, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system