თავში

საქართველო-ჩეხეთს შორის საინვესტიციო პროცესების აქტივიზაცია იგეგმება

საქართველო-ჩეხეთს შორის საინვესტიციო პროცესების აქტივიზაცია იგეგმება
საქართველო-ჩეხეთს შორის საინვესტიციო პროცესების აქტივიზაცია იგეგმება

„მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ჩეხმა კოლეგამ აღგვიქვა პოლიტიკური მხარდაჭერა და მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს როგორც ორმხრივი ტურისტული კავშირების ძალიან სწრაფ აღდგენას, ასევე საინვესტიციო პროცესების აქტივიზაციას,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს აქტიური ეკონომიკური პარტნიორია და ყოველწლიურად იზრდება ჩეხური კომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ენერგეტიკაში, სატრანსპორტო, ფარმაცევტიკისა და წარმოების სექტორებში საქმიანობენ.

მინისტრის განცხადებით, მზარდია ჩეხეთიდან ტურისტების რაოდენობაც.

„2019 წელს ვიზიტორების 19-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ კეთილსაიმედოა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩეხეთი იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტები უკვე ივლისში ჩამოვლენ საქართველოში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ და ადასძინა, რომ მნიშვნელოვანია, საავიაციო კომპანიების „აირზენას“ და „ვიზეირის“ მზადყოფნა ფრენების განახლებაზე ჩეხეთ-საქართველოს შორის.

ცნობისტის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩეხეთის ვიცე-პრემიერთან, მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრთან კარელ ჰავლიჩეკთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხებზე გამახვილდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები აკაკი საღირაშვილი და გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ჩეხეთში საქართველოს ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system