თავში

საქართველო ჩინელი ტურისტების გაზრდილ ნაკადს ელოდება

საქართველო ჩინელი ტურისტების გაზრდილ ნაკადს ელოდება
საქართველო ჩინელი ტურისტების გაზრდილ ნაკადს ელოდება

"ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ," - ამის შესახებ ჩინური ონლაინ ტურისტული სააგენტოს CTRIP-ის დირექტორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას, განუცხადა. მისი თქმით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა მინისტრ ნათია თურნავასთან. მიგვაჩნია, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მომავალში ჩვენ ვხედავთ ჩინეთიდან საქართველოში ტურისტთა რაოდენობის ზრდის პოტენციალს,“ - განაცხადა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ტურისტული კომპანიის Ctrip- ის უფროსმა დირექტორმა ჩარლზ ლიუმ, რომელმაც შანხაიში შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.

ჩარლზ ლიუს განცხადებით, ტურიზმის თვალსაზრისით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია, ეს არის მისი ადგილმდებარეობა, სათხილამურო კურორტები, მდიდარი ისტორია და შესანიშნავი საკვები და ღვინო. ჩარლზ ლიუ აღფრთოვენებულია ბათუმისა და შავი ზღვის სანაპიროს ტურისტული პოტენციალით. მან გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში ადვილია ვიზის მიღება. მისი თქმით, უპირატესობაა ისიც, რომ ქვეყანას უკვე აქვს ელექტრონული ვიზა და პირდაპირი ფრენები პეკინიდან თბილისში, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system