თავში

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება

​საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება
საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება

საქართველო ჭკვიანი მრიცხველების დასანერგად ემზადება. სემეკის ინფორმაციით, შერჩეულია საშუალოვადიანი გეგმა, რომელიც ინტენსიური იქნება და ამასთან, ხარჯები ტარიფის ზრდას არ გამოიწვევს.

ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაცია ქვეყანაში წელს დაიწყება.

პირველი ელექტროენერგეტიკა იქნება და ჭკვიან მრიცხველებზე გადასვლის პროცესი რამდენიმე წელს გასტანს.

შემუშავებულია მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგია. მასზე მუშაობისას სემეკის წარმომადგენლებს რეკომენდაციები ენერგეტიკის რეგულირების საკითხებში ავსტრალიელმა, ფრანგმა და ბერძენმა ექსპერტებმა გაუწიეს. 

24-თვიანი პროექტი ევროკავშირმა 1,2 მლნ ევროთი დააფინანსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system