თავში

საქართველო და აზერბაიჯანი ახალ საბაჟოს აშენებს - VIDEO - PHOTO

საქართველო და აზერბაიჯანი ახალ საბაჟოს აშენებს - VIDEO
საქართველო და აზერბაიჯანი ახალ საბაჟოს აშენებს - VIDEO - PHOTO

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯავად გასიმოვთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის გამშვები პუნქტების შესახებ არსებული შეთანხმების ფარგლებში, ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის - “აბრეშუმის გზა – იპეკ იოლუს” მშენებლობის პროექტი განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, ყურადღება დაუთმეს გლობალური პანდემიის პირობებში, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მოქმედი დანაყოფის მიერ მიღწეული დადებითი შედეგების და ამ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებს.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ბარამია ესწრებოდნენ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქ ქიორპუში“გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ამჟამად მოქმედებს ორი საბაჟო პუნქტი: "წითელი ხიდი" და "ლაგოდეხი". განახლებული "ლაგოდეხის" საბაჟოზე საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელის მოწყობა. საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში 40 -მდე მოქალაქე არის დასაქმებული. საბაჟოზე კი დაახლოებით 35 მებაჟე ოფიცერი იმუშავებს. საპროექტო სამუშაოების დასრულება 6 თვეში იგეგმება. ლოკაციაზე დაახლოებით, 21 000 კვ.მ. ფართობი განახლდება, მოეწყობა ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი, ახალი გზის საფარი, ტერიტორიის გარე განათება, ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი, პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები. ლაგოდეხის განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში მინიმუმ 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი. ქართული მხარის შეფასებით, "ლაგოდეხის" მოდერნიზება  ,,წითელი ხიდი“ ტვირთებისა და მგზავრების ნაკადს განტვირთავს, ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system