თავში

საქართველო და გაერთიანებული სამეფო თანამშრომლობას აღრმავებენ

საქართველო და გაერთიანებული სამეფო თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და გაერთიანებული სამეფო თანამშრომლობას აღრმავებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს და უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულების დიპლომატიურ მდივანს, ჯონ ლევიტს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელი, პანდემიის მიუხედავად, წარმატებული წელი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლიანობისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით. მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ, გასულ წელს, მთავრობამ ახალი ტყის კოდექსი დაამტკიცა და მიწების რეგისტრაცია დაიწყო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია აგროწარმოებაში უწყვეტი ეკონომიკური ზრდისკენ.

საუბარი შეეხო საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიას და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმას, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის, სატრანსპორტო სექტორის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და სატყეო სექტორის მიმართულებით. სტრატეგია ხელს შეუწყობს სათბურის აირების ემისიების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში. ამ მიმართულებით დაგეგმილია კონკრეტული აქტივობები.

ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system