თავში

საქართველო დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა

საქართველო დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა
საქართველო დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა

მსოფლიოს წამყვანმა სამოგზაურო საძიებო სისტემა KAYAK-მა საქართველო დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის დაასახელა. 

დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში (Work from Wherever Index-ში) საქართველო მე-17 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-10 პოზიციას იკავებს.

2021 წლის დისტანციურად მუშაობისთვის საუკეთესო ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, მავრიკი და იაპონია.

KAYAK დისტანციური მუშაობისა და მოგზაურობის ინდექსის შემუშავებისათვის კვლევას 111 ქვეყანაში აწარმოებს და მის შესამუშავებლად 22 ფაქტორს ითვალისწინებს. მათ შორის, მოგზაურობის ხარჯები და ხელმისაწვდომობა; ადგილობრივი ფასები; ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; დისტანციური მუშაობის შესაძლებლობები; სოციალური ცხოვრება;  ამინდი და სხვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system