თავში

საქართველო დუბაის ექსპო-ზე პირველად იქნება წარმოდგენილი

საქართველო დუბაის ექსპო-ზე პირველად იქნება წარმოდგენილი
საქართველო დუბაის ექსპო-ზე პირველად იქნება წარმოდგენილი

საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ზე საქართველო წელს პირველად იქნება წარმოდგენილი. საგამოფენო სტენდის მოსამზადებელ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. 

"საქართველო წელს ღირსეულად არის წარმოდგენილი მსოფლიოს ამ ერთ-ერთ გრანდიოზულ გამოფენაზე, რომელში მონაწილეობაც თითოეული ქვეყნისთვის დიდი პრესტიჟია. ექსპოს სტუმრებს საქართველოს პავილიონში შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჩვენი ქვეყნის კულტურას, დამწერლობას, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai, რომელიც გასულ წელს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაიდო, მსოფლიო მასშტაბით უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემატიკაა - „Connecting Minds, Creating the Future“, რომელიც იყოფა შემდეგ ძირითად თემებად: შესაძლებლობა, მობილობა და მდგრადობა.

ღონისძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს გაიხსნება და 6 თვის განმავლობაში, 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენაში მონაწილეობას იღებს 191 ქვეყანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system