თავში

საქართველო ჰიდროენერგეტიკის მხოლოდ 20%-ს იყენებს

საქართველო ჰიდროენერგეტიკის მხოლოდ 20%-ს იყენებს
საქართველო ჰიდროენერგეტიკის მხოლოდ 20%-ს იყენებს

ენერგეტიკის ექსპერტი დავით მირცხულავა ამბობს, რომ საქართველოს ერთადერთი რესურსი ჰიდრორესურსია და ამჟამ,ად "უნიათობის" გამო საქართველოს ელექტროენერგიის გამომუშავება ეკონომიკურად ეფექტური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის 20% ს უტოლდება წლებია და ვერა და ვერ მოხერხდა ამ პროპორციის ზრდა. ეს მაშინ, როცა ექსპერტის თქმით, საშუალო ჰიდროლოგიურ წელს, თითქმის 650 TWh გამომუშავდება, რაც ევროპაში, თურქეთის ჩათვლით, ეკონომიკურად ეფექტური ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის 65% -ს შეადგენს.

დავით მირცხულავას თქმით, ევროპული ჰესების მთლიანი დადგმული სიმძლავრეა 230 GW-ია.

მისივე განმარტებით, ჰიდროენერგეტიკას ევროპაში ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპის ქვეყნების უმეტეს ნაწილში სამრეწველო განვითარებასა და ადამიანების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ექსპერტის თქმით, ასე უნდა საქართველოშიც.

ამ კონტექსტში დავით მირცხულავა ხაზს უსვამს ნამახვანიჰესის როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ პოტენციალს. მირცხულავას მტკიცებით, მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, ენერგეტიკოსის გათვლით,800 მილიონიანი ინვესტიცია, რაც ჰესმა უნდა მოგვიტანოს, ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას დამატებით 1%-ით, ხოლო უარის შემთხვევაში, ამავე მაჩვენებლით უკან დახევას, რაც გამოუსწორებელი დანაკარგი იქნება.

როგორც მირცხულავა გვიხსნის, ვლევებითაა დამტკიცებული ის ფაქტის, მომდევნო 15 წლის განმავლობაში ისეთი პრიორიტეტული პროექტები, როგორიც თბოელექტროსადგურებია, ერთ-ერთი წამყვანი ,,ნამახვან ჰესია", რომლის 800 მლნ დოლარის ინვესტიცია საქართველოს მშპ-ს 1%-მდე ზრდას ნიშნავს და ასეთ პროექტზე უარი, არაგონივრული და ნონსესი იქნება. 

ენერგეტიკოსი ამტკიცებს, რომ ,,ნამახვან ჰესს" აქვს უდიდესი მნიშვნელობა როგორც პიკურ სადგურს, რონელმაც 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავოს. დავით მირცხულავას განმარტებით, ეს ჰესი გამოიმუშავებს სწორედ იმ პიკურ საათებში, რასაც დღეს რუსეთიდან საქართველო 8 და 4 ცენტად ყიდულობს. ამ სადგურის ტარიფი არის 6 და 2 თეთრი, რითაც ზუსტად პიკურ ენერგიას ჩაანაცვლებს, რა დროსაც იმპორტირებული ელექტროენერგია ძვირია. აქედან გამომდინარე დავით მირცხულავა ემხრობა ამ პროექტს და მიაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკისთვის და მასზე უარი ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდის 1%-ით უკან დახევას, რაც მოსახლეობის კეთილდღებაზე დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. 

თურნავა დარმუნებულია, რომ "ნამახვანიჰესი" დადგენილ ვადებში აშენდება.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც.

ცნობისთვის, მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე თითქმის ერთი თვეა აპროტესტებს. აქციის მონაწილეები სამუშაოების შეწყვეტას და ადგილიდან ტექნიკის გაყვანას ითხოვენ.გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system