თავში

საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით - დუნდუა

საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით - დუნ
საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით - დუნდუა

"ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხი თვის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით", - განაცხადა ფინანსთა მინისტირს მოადგილე მიხეილ დუნდუამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".

დუნდუამ ასევე ისაუბრა, ეკონომიკის ზრდის მოლოდინებსა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე.

"აპრილში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ექსპორტი 60%-ით, ხოლო 4 თვის მაჩვენებლით 25%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მაღალი რიცხვია. ველოდები გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების გამოქვეყნებას და ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხ თვეში ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პანდემიისა, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 2020 წელსაც გაიზარდა. საქართველო თანდათან საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ზრდა კერძო სექტორის დამსახურებაა.

“სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესგარემო იყოს უკეთესი, მაგრამ ეკონომიკური ზრდა შექმნა კერძო სექტორმა და ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჩვენი პოლიტიკით, კანონმდებლობით და ა.შ. 8.1% არის ოთხთვიანი ზრდა, რაც ძალიან კარგია და ცოტა დაგვაკლდა, რომ 2019 წლის მონაცემისთვის გაგვესწრო. ოპტიმისტური პროგნოზი წლიურ ჭრილში 10.5%-ით გაიზარდა“, – ამბობს მიხეილ დუნდუა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system