თავში

საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება

საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფა
საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება

"საქართველო იქნება ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგება და დაუბრუნდება განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც არსებობდა პანდემიამდე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აპრილში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნა, რომ 2 წლის ჭრილში ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში, დაახლოებით, 21% შეადგინა.

„რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ე.წ. საბაზისო ეფექტს. ძალიან მარტივია იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა გავლენა იქონია პანდემიის ეფექტმა 2021 წლის აპრილის ზრდაზე, ამისთვის საჭიროა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევუდაროთ არა პანდემიურ 2020 წელს, არამედ 2019 წელს და ვნახოთ რამდენით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა - ესაა ზრდა 21%-მდე, რაც არის მაღალი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველასთვის მარტივია იმის განსაზღვრა, რამდენად მაღალი იყო ის ზრდა, რომელი მიმდინარე წლის აპრილში დაფიქსირდა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system